ბრალი წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც საკუთარ პიტბულს ძაღლი დააგლეჯინა – პროკურატურის განცხადება

0
111
18 Views

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცხო­ვე­ლის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მისი და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­უ­ბა­რია მცხე­თა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე, სა­დაც ახალ­გაზ­რდამ სა­კუ­თარ პიტ­ბულს მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი და­აგ­ლე­ჯი­ნა. უმძმე­სი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცხო­ველ­თა დამ­ცველ­მა ტასო ლო­სა­ბე­რი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თე­ბერ­ვლის თვე­ში, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წე­რო­ვან­ში, არას­რულ­წლო­ვან­მა ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვი­სი­ვე “პიტ­ბუ­ლი”-ს ჯი­შის ძაღლს სას­ტი­კად აცე­მი­ნა მე­ტი­სის ჯი­შის ძაღ­ლი, რა­მაც ცხო­ვე­ლის და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია.

არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ცხო­ვე­ლის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­მაც მისი და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ცხო­ვე­ლის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. ცხო­ვე­ლის წა­მე­ბი­სა და მის­და­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და სის­ხლის სა­მარ­თლოს კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლში შე­სა­ტა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ცხო­ვე­ლის წა­მე­ბი­სა და მის­და­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სას­ჯე­ლი გამ­კაცრ­და” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Cesko