24 Views
“ქართული ლეგიონის” გავრცელებილი ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი.
“ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.