ჰილარი კლინტონი: ტრამპმა ჩვენი დემოკრატიის დამხობა სცადა, მე ვირჩევ ბაიდენს

March 7, 12:09
0
152

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს.

კლინტონის თქმით, ტრამპმა აშშ-ის დემოკრატიის დამხობა სცადა.

„ტრამპმა ჩვენი დემოკრატიის დამხობა სცადა, 91-ჯერ წაუყენეს ბრალი და მაინც ამბობს, რომ სურს მმართველი იყოს. მე ვირჩევ ბაიდენს და თქვენ?“, – აცხადებს ჰილარი კლინტონი.
ინფორმაციისთვის, ნიკი ჰეილი ოფიციალურად გამოეთიშა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს, რაც ნიშნავს იმას რომ თეთრი სახლის ლიდერობისთვის 2 კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იბრძოლებენ.

Cesko