ჩინეთის NCDC-ს მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, უცხოელებს არ შეეხონ

0
474
19 Views

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგის, უ ძუნიუს კომენტარები კამათის საგანი გახდა. ოფიციალურმა პირმა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დაფიქსირდა, ადგილობრივები გააფრთხილა, უცხოელებს არ შეეხონ, – ამის შესახებ BBC წერს.

„უცხოელებთან კანით კონტაქტისგან თავი შეიკავეთ“, – ამბობს ეპიდემიოლოგი.

მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაღალჩინოსნის განცხადება რასისტულია, ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე, მის განცხადებაზე კომენტარების დაწერა შეზღუდეს.

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებთანაც, რომლებიც, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, საზღვარგარეთ იყვნენ.

Cesko