21 Views
გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი გადასცა, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო მესაზღვრეებისთვის ორი მანქანა, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო ავტომობილი და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტებთან ერთად.
ამასთან, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის უკრინისთვის გადაცემული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების რაოდენობა.
ცნობისათვის, 2022 წლის ბოლოს ვაშინგტონმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სახლის ამ ინიციატივას 2023 წლის 5 იანვარს ბერლინიც შეუერთდა.