ტრამპმა ბაიდენი დებატებში გამოიწვია

0
183
31 Views

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე უნდა იმსჯელონ.

„ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის. ვითხოვ დებატებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველოდები პასუხს“,- აღნიშნავს ტრამპი.

Cesko