ბაიდენი: აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემას, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიას მიაღწიოს

May 30, 19:21
0
354

აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემას, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიას მიაღწიოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის ემზადებოდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიას მიაღწიოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

Cesko