აშშ ჯერ კიდევ არ ასრულებს თავის დაპირებებს, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასული წლის ნოემბერში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები აშშ-ის მხრიდან მუდმივად ფართოვდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე პატივს სცემს და აღიარებს მათ განსხვავებებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის მხარის მცდარი აღქმა ჩინეთის შესახებ გრძელდება და მის მიერ მიცემული დაპირებები ნამდვილად არ შესრულებულა. მუდმივად გრძელდება ჩინეთის ჩახშობის მეთოდები და ცალმხრივი სანქციების სია მუდმივად ფართოვდება“, – აღნიშნა ვანგ იმ.