“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ჩასაფრებული ელოდა, როდის წააქცევდა გრიგალი ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს

January 13, 17:38
0
1911

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ემა გოგოხია  ჩასაფრებული ელოდა, თუ  როდის წააქცევდა ქარი ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს. ამის შესახებ მისი თანამოაზრე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე წერს ფეისბუქზე.

“ორი დღეა, ემა გოგოხიას მანქანას ვხედავ გუბერნიის წინ, სადაც ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე დგას. ორი დღეა დგას და არ იძვრის.

დღესაც რომ იქვე დამხვდა, დავურეკე და ვეკითხები, ხომ მშვიდობა გაქვს ამ ყინვაში და უბედურებაში მანდ რატომ დგახართქო. ზუგდიდში გრიგალი და სტიქიაა ამ დროს არ დაგავიწყდეთ.

ნაძვის ხე ქანაობს ძალიან და რომ წაიქცეს და ეგ გამომეპაროს არ მინდაო. ანუ ორი დღეა ჩართული კამერით ზუგდიდის ნაძვის ხეს დარაჯობს.

ემას შემხედვარე ზუგდიდის მერიამ იფიქრა ეს აქ ტყუილად არ დგასო და ნაძვის ხის დამატებით გამაგრება გადაწყვიტა. მანიაკი ხარ კადრის“- წერს სიყვარულით ანა წითლიძე, რასაც კომენტარებში ზოგიერთი ნეგატიურად გამოეხმაურა და წითლიძეს უთხრა, რომ არ არის ეს თემა სახუმარო, რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ეს არ არის ბოროი განზრახვით დაწერილი პოსტი და მოუწოდა კრიტიკოსებს, რომ გაიღიმონ.

როგორც ცნობილია,  ნაძვის ხე უკვე დაშალეს.

წყარო: mpn.ge

Cesko