რას უწოდა „ცივილიზაციის სირცხვილი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

0
184
21 Views

ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ცივილიზაციის სირცხვილია – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ოფიციალური პეკინის პოზიცია „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის“ აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება ვერ ხერხდება“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

როგორც The Times of Israel აღნიშნავს, პეკინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას გასული წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ ითხოვს, რაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელს თავს დაესხნენ და 1200 ადამიანი მოკლეს, 253 კი ტყვედ აიყვანეს.

Cesko