25 Views
ავიაკომპანია ვიზეარის მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.
ნეტგაზეთის ცნობით, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოცემა ინფორმაციას ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.