28 Views
ახლახანს ლეგენდარული მსახიობი, ქართული კინოს მშვენება, ხათუნა კოტრიკაძე, გარდაიცვალა.
ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ ლეგენდარული ფილმიდან – „მხიარული რომანი“ – გაიცნო.
15 წლის იყო, პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ რომ გადაიღო ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული”, მერე ლეილა გორდელაძემ ათამაში ფილმში “მოიტაცეს თამარ ქალი” .
შემდეგაც უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა გადაღება, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა.
17 წლის გათხოვდა, რის მერეც კარჩაკეტილი ცხოვრება არჩია. მეტიც, ის ქმართან, თბილისის „დინამოს“ ყოფილ მეკარესთან, დავით გოგიასთან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.