36 Views
პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე იუმორისტულ გადაცემას „რუსთავი 2″-ზე ერთად გაუძღვებიან.
ნიკა არაბიძემ „რუსთავი 2″-ზე „ფორმულადან” გადაინაცვლა. როგორც „დილა მშვიდობისა საქართველოსთან” ინტერვიუში იხსენებს, ეს შეთავაზება პაატასგან მიიღო და თავიდან გაკვირვებული დარჩა.
პაატა გულიაშვილის კითხვას, რა იფიქრა, როცა პირველად გაიგო, რომ ერთად უნდა ემუშავათ, ნიკა პასუხობს:
„შენგან იყო წამოსული ეს ინიციატივა. პირველი რეაქცია ჩემგან იყო გაკვირვების, როცა ადამიანს მიჰყავს შენი ტიპის გადაცემა და გთავაზობს, მოდი, ერთად გავაკეთოთო…”