“კანონიერმა ქურდმა” მეორე “ქურდი” ქორწილის წინ ჩაცხრილა – 45 წლის კაცს რესტორნის წინ 7 ტყვია დაახალეს

July 5, 23:58
0
569

ვენდეტა მარნეულში – ქორწილში მისული 45 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრში დღის საათებში ჩაცხრილეს. ბრალდებული პოლიციელებს გაექცათ და სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. რესტორანთან მისულ მამაკაცს ჩასაფრება მოუწყეს და ავტომობილიდან გადმოსულს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და მკვლელიც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, რაც შურისძიებით მარნეულის ცენტრში დასრულდა. ირკვევა, რომ ორივე მამაკაცს იარაღი ჰქონდა, თუმცა, მსხვერპლმა თავდასხმის დროს თავდაცვა ვერ მოასწრო. შემთხვევის ადგილიდან კი „მაკაროვის“ სისტემის იარაღია ამოღებული. უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, გარდაცვლილს თუ გაქცევისას მკვლელს დაუვარდა.

„ქორწილში დაპატიჟებულ მამაკაცს, ვიღაცა იარაღით მოადგა და ესროლა. სადღაც 7 გასროლის ხმა იყო. ავტომობილიდან როგორც კი გადმოვიდა, მაშინვე სროლა აუტეხა. ამბობენ იარაღი მასაც ჰქონდა. ამოღება მოასწრო, მაგრამ გასროლა ვერა.

„იქვე ავტომობილთან დავარდა და სიხლად იცლებოდა. ხალხი მივარდა და ჩოჩქოლი ატყდა. სასწრაფო გამოიძახეს, პოლიციაც მალევე მოვიდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ დაიღუპა. იმდენი ჰქონდა ნასროლი, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

„45 წლის ვაირა ორუჯოვია, რომელიც ნათესავის ქორწილში რესტორანში მივიდა და შესვლა არ აცალეს. ორივე როგორც ვიცი ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. რაღაცა დავა ჰქონიათ ადრე. ეს გარდაცვლილი 2008 წელს ციხეში იჯდა. ერთ-ერთი ოჯახიდან ფულის და ოქროს მოპარვა ბრალდებოდა. ამბობენ, რომ მკვლელმა შური იძია, მაგრამ რაზე, ზუსტად არავინ იცის. შემთხვევის ადგილიდან ავტომბილით გაიქცა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა“, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

მედიკოსები აცხადებენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო. მას ჭრილობები კისრის და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. გულზე ოპერაცია მაინც ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

 

Cesko