„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული…“ – პედიატრი ირმა მამუჩიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

0
1245
34 Views

უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული, რომ ბავშვს უკვე მეორე, მესამე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა, რომელიც რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს“ – ამ შინაარსის პოსტს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს მიმართავს.

მისი თქმით, არ არის საგანგაშო, თუ ბავშვის ტემპერატურა 2-3 დღეზე მეტ ხანს გასტანს, ამ დროს, ორგანიზმი ვირუსს ებრძვის და შესაბამისად, ტემპერატურას იყენებს.

„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული, რომ ბავშვს უკვე მეორე, მესამე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა..რომელიც რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს! გრიპი მძვინვარებს, რომლის გამომწვევიც ვირუსია, ვირუსი გადის სხვადასხვა ფაზებს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მისი მიზანია, ინტენსიური გამრავლება, მის დასამარცხებლად ორგანიზმი იყენებს ტემპერატურას! ამიტომ ხშირად შეუპოვარია „მაცალეთ ვირუსთან ომი მაქვს გამოცხადებული და ვიბრძვიო“. ამას გეუბნებათ მაღალი ტემპერატურის დროს იმუნური სისტემა! მიეცით დრო, მეორე დღესვე ნუ გადაწყვეტთ ბავშვის მიყვანას კლინიკაში, არ გადატვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც მძიმე შემთხვევების დროს გვჭირდება! მიეცით ანტიპირეტული საშუალებები, გააგრილეთ, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, მიეცით სითხე დიდი რაოდენობით!

ვირუსული ინფექციის მკურნალი დროა თუ გამოიხატა ძილიანობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, გაძლიერდა ხველა და გახშირდა სუნთქვა, არ ღებულობს არანაირი გზით სითხეს და საკვებს, აქვს ინტენსიური ღებინება, ნარჩუნდება ჰექტიური ცხელება მეხუთე დღის შემდეგაც, არ იზრდება ტემპერატურის პიკებს შორის ინტერვლი, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას, მანამდე მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს! პირველი 48 საათი ვირუსემიის ფაზაა (მრავლდება ვირუსი) ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ცდილობს მის განეიტრალებას! აცადეთ, ნუ აღმოჩნდებით ვირუსის მხარდამჭერი, მიეხმარეთ ბავშვს, რასაც ხელს შეუწყობთ აგრეთვე თქვენი სიმშვიდით, რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ! ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და თქვენც“, – წერს ირმა მამუჩიშვილი.

Cesko