საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია უხუცესი მთამსვლელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვის გარდაცვალების გამო ლევ (ლევონ) სარქისოვს ნახევარ საუკუნეზე მეტი მთაში აქვს გატარებული და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მწვერვალი აქვს დალაშქრული, ზოგიერთი რამდენჯერმეც: უშბას სამხრეთ და ჩრდილოეთ მწვერვალები – 4 710 მ და 4 676 მ; ჩატინი – 4 318 მ; იალბუზი – 5 642 მ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ხუთივე შვიდიათასიანი მწვერვალი/
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მის ალპინისტურ კარიერაში დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტია (8848 მ), რომელიც მან 1999 წელს ექსპედიცია “კავკასია-99”-ის წევრებთან ერთად დაიპყრო. ამასთან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და როგორც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ევერესტის დამლაშქრავი, გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.
ლევ (ლევონ) სარქისოვი “ედელვეისის ორდენისა” და ღირსების ორდენის კავალერი და “თოვლის ჯიქის” ტიტულის მფლობელია,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
„დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა…“ – დათი ქოქრაშვილი იუბილარია
საშინელი ავარია თბილისში: დაღუპულია 2 ადამიანი – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?
184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – გადაამოწმე შენი თავი