“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა… ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი” – რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მარი ბექაური

0
601
26 Views

მწერალი მარი ბექაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს” და გუშინდლიდან მოყოლებული ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი…
ამ შემთხვევის მერეც კი სხვადასხვა პოსტზე ვნახე კომენტარები, სადაც წერდნენ, რომ “მაგას რაღაც ჰქონდა შერეული, თორემ სუფთა ნარკოტიკი არაფერს შვრება.”
და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი ფაქტორი ნარკოტიკის ამ დოზით მოხმარებაში არის ზუსტად ამ აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის მასიური გავრცელება ნარკოტიკის უვნებლობაზე.
იცით როგორ ვრცელდება სხვადასხვა ნარკოტიკზე ინფორმაცია? “ეს უდიდეს ბედნიერებას განგაცდევინებს, ყველა გეყვარება, ნამდვილ ბედნიერებას გამოცდი”, “მოსაწევი უვნებელია, ბალახია, ბუნება იძლევა” და ათასი მსგავსი მავნებელი ფრაზები. და მოზარდები იჯერებენ ამას. იმიტომ, რომ ინფორმაცია კლუბურ ნარკოტიკებზე, მოსაწევზე მასიურად ზუსტად ასე ვრცელდება და არ ვრცელდება ის, რაც არის სინამდვილეში:
ნებისმიერი ნარკოტიკი აზიანებს ადამიანის ტვინს. ცვლის ბიოქიმიას.
ნარკოტიკი იწვევს შფოთვით აშლილობას, დეპერესიას, დერეალიზაცია-დეპერსონალიზაციას, ფსიქოზებს.
ადამიანს, რომელსაც აქვს გენეტიკური მოწყვლადობა, შეიძლება მოსაწევის ერთხელ მოწევამაც კი უპროვოციროს ფსიქოზი, პარანოია, შიზოფრენია.
ფსიქიატრებისგან ვიცი, რომ ფსიქიატრიულები გადატენილია ნარკოტიკისგან გამოწვეული ფსიქოზებიანი პაციენტებით. ვინც ფსიქოზს გადაურჩა და კლინიკაში არ წევს, უამრავი პაციენტი დადის და მკურნალობს კლუბური ნარკოტიკისგან თუ მოსაწევისგან დამართნილ შფოთვით აშლილობებზე, დერელიზაციებზე, დეპრესიაზე.
ხანგრძლივ მოხმარებაში მყოფი ადამიანები იმიტომ კი არ მოიხმარენ, რომ სიამოვნება მიიღონ. არა. სიამოვნების ნატამალს ვეღარ გრძნობენ. უბრალოდ, გონიათ, რომ ნარკოტიკს თუ არ მიიღებენ, მოკვდებიან.
სიმართლე არის ეს და ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც გვმართებს, სანამ ნარკოტიკის უვნებლობაზე დავიწყებთ ლაპარაკს.
თუ თქვენ არ გაქვთ გენეტიკური მოწყვლადობა და არაფერი გიქნათ მოსაწევმა (ეს, რა თქმა უნდა, ხანმოკლე მოხმარებისას, თორემ ხანგრძლივის შემთხვევაში – ყველაზე აქვს ზემოქმედება), ეგ იმას არ ნიშნავს, ამტკიცოთ მისი უვნებლობა. მაგითი ხელს უწყობთ, რომ სხვას, ვინც მოწყვლადია, ფსიქიკური დაავდება დაემართოს.
უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკი” კაი ტიპობად ითვლება. და რა, ეგრე არ იყო 90-იანებში ნემსზე? ქართულ ფილმებშიც კი რომანტიზებულადაა მოწოდებული ნარკოტიკის თემა. მეზიზღება ყველა ეგ ფილმი, რამაც ადამიანების და ოჯახების გაუბედურებას შეუწყო ხელი.
აქედან ერთადერთ გამოსავალს რაშიც ვხედავ, ისაა, რომ მოხდეს სწორი ინფორაციის მასიური გავრცელება. რეალობის – რასაც უკეთებს ნებისმიერი ნარკოტიკი ადამიანს. ეს ხანგრძლივ მოხმარებაში მყოფმა ადამიანებმა უკვე ძალიან კარგად იციან. მაგრამ არ იციან იმ თინეიჯერებმა ან თუნდაც მოზრდილებმა, რომლებსაც ინფორმაცია სპეციალურად მიეწოდებათ დამახინჯებულად და ამიტომ რისკავენ ასე მარტივად.
კორონა რომ გავრცელდა, ხო მთელი საინფორმაციო ველი მის საფრთხეებზე ლაპარაკობდა? და ხო ცდილობდა უმრავლესობა, თავი დაეცვა? კორონაზე ბევრად უარესი და საფრთხის შემცველია ნარკოტიკი. ასე მასიურად რომ გავრცლდეს ინფორმაცია რეალობაზე, არ შეამცირებას მოხმარებას? ისევ ისე მარტივად გარისკავენ ადამიანები, როცა რეალური საფრთხე ეცოდინებათ?
სულ 4 შემთხვევა მახსოვს ბოლო წლებში, ვინც ამ თემას გამოეხმაურა:
მარინა კაჭარავას ჰქონდა ლექციების ციკლი ნივთიერებებზე, სადაც ყველა სახის ნარკოტიკს და მათ ტვინზე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას განიხილავდა. (მადლობა ქალბატონ მარინას ამ ძალიან საჭირო ინფორმაციისთვის)
მათე მაყაშვილმა გააკეთა გადაცემა სააფთიაქო ნარკომანიაზე და კიდევ, რა დონეზე მარტივად შეუძლია ნებისმიერს ნარკოტიკის ყიდვა.
“მანდალამ” დაწერა ვრცელი პოსტი, სადაც მარიხუანას რეალურ საფრთხეებზე ლაპარაკობდა.
სარეაბილიტაციო ცენტრი “გამოსავალი” აკეთებს ვიდეოებს, საიდანაც ძალიან კარგად გაიგებთ, რომ ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა და არა დანაშაული, და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ თემებზე.
ხოდა გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ მასიურად გავრცელდეს რეალური ინფორმაცია. სიმართლე მიეწოდოთ ახალგაზრდებს და არა ის მავნებელი ტყუილი, რაც ვრცელდება და რასაც იჯერებენ.
ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, ხალხო. მტერი არის – ნარკოტიკი.
ვინც პირველად მოიხმარს, არის მოტყუებული ადამიანი,
ვინც ხანგრძლივ მოხმარებაშია, არის დაავადებული ადამიანი.
ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ხმამაღლა ლაპარაკი შევძლოთ..“, – წერს ის.

სხვა ახალი ამბები:

რას ამბობს მამა საბა 13 წლის მარიტას ოჯახსა და პატარა დაზე, რომელიც ტრაგედიის შემდეგ დაიბადა? – „ოჯახს მა­რი­ტა­ზე კი­დევ ერთი წლით უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავთ, ტატა მე­სა­მე შვი­ლია…“

თიკა ფაცაცია ყვითელ კაბაში არაჩვეულებრივია – „შეუდარებელი და უმშვენიერესი ქალბატონი!..“ (ფოტოები)

რატომ განდევნა ღმერთმა გველი და ფარშევანგი სამოთხიდან?

სალომე ჭაჭუას და მისი მეწყვილის შესრულებულმა ცეკვამ “ჯაივმა” ჟიური და მაყურებელი თანაბრად აღაფრთოვანა

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2024 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები ელის

„მე შემიყვარდი ფილმის გადაღების დროს, შენ“? – 40 წლის მერე ბურნუთამ მაყვალა უცნაური კითხვა დაუსვა

ყველაზე ძლიერი ლოცვა უფლისადმი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ

ქალი 42 წლის ასაკში ტყუპებს (სამეულს) ელოდებოდა: მშობიარობისას ექიმი შოკირებული დარჩა (ფოტოები)

 

Cesko