“ჩემო დარდო… ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი…” – შოთო სიხარულიძის სულისშემძვრელი გზავნილი (ვიდეო)

0
1968
23 Views

ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ჩემო დარდო და ტკივილო….💔სიზმარში ვარ ისევ .. ეს სტატუსი რა არის იმასთან შედარებით რასაც შენ იმსახურებ..
ნეტავ გამიბრაზდებოდი? არა.. ღიმილნარევად მეტყოდი მადლობაო…
ვინც შოთიკოს იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იციან, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბიჭის მეგობრობა და ცხოვრება.
განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა ჰქონდა , ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის,
😭😭ამბობენ ანგელოზები არუნდა ვიგლოვოთო,არ შეიძლებაო მაგრამ სულ ასე ხომ არვარ…წელიწადში რამდენჯერმე რომ უნდა გამყოფოთ ცრემლში ესეც გვაპატიე შოთი 🙏🙁უსასრულო ტკივილო….ვიცი…ვიცი უსასრულოდ სულის შემძვრელად💔💔💔💔💔💔💔💔😭😭😭😭😭😭😭😭😭))))))
ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე, რომ უშენოდ ქვეყანა დაპატარავდა, უშენობააა აუტანელი, მოგაბეზრეთ თავი ჩვენი უბრალოებით და ამიტომ წახვედი.. უნდა მოგფრთხილებოდით. ალბათ უსასრულობაში გინდოდა ხეტიალი. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეხლა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი მხოლოდ ბევრი უშენობა ჩაივლის და ალბათ შევძლებთ შევებრძოლოთ სულის ტკივილს.
წერას რომ ვიწყებდი მეგონა ერთი ამოსუნთქვით დავწერდი ყველაფერს რასაც ვგრძნობდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იქიდან ორი სიტყვაც კი ვერ დავწერე. რთული ყოფილა ფიქრი რთული ამ ფიქრების წერა ფურცელზე. ტკივილის და ჯერ კიდევ დიდი გაუცნობიერებლობის საშინელი დღეები. მხოლოდ შენ შეძელი ყოფილიყავი საკუთარი თავის ნიღბების სამყაროში, ჩვენ კი, ამის დაფასება არ შეგვეძლო, შენს ლამაზ სულს შემოვევლეთ ❤ ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, არ ვიცი ამ ტკივილს როდის შევეგუებით ან შევეგუებით კი საერთოოდ? არც კი მჯერა რომ ეს სიმართლეა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო ❤ ❤ ❤ 😥😥😥😥😥😥
როგორი გაუსაძლისი ხარ როგორი მწარე და აუღწერელი. დაუჯერებელია შენი არყოფნა.
გული და სული თან წაიღე, რატომ შენ?რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ესეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.
ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი…. ნუთუ ესეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარი გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული. ემიგრანტი დედის ცხოვრებას შენი სახელი ქვია, შენ იქეცი ქეთინოს ცხოვრების სათაურად შოთი💔💔💔💔💔💔💔💔
💔 ჩვენო შოთი შენ ჩვენთან არ ხარ მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის იქნები, ❤ შენი დაკარგვიდან გამოწვეულ ტკივილს ვერავინ დაგვავიწყებს, 🙁 ❤ ყველაზე თბილი ტკბილი და გემრიელი იყავი, ❤ რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა და ყველაზე მეტად გვენატრება, 😢 ❤ შენ ხარ ადამიანი რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებდით ყველას ძალიან ძალიან უყვარდი, ❤ შენ საუკეთესო იყავი და სწორედ ამიტომ წაგიყვანა უფალმა მასთან უფალს ხომ თავისთვის საუკეთესოები უნდა, 🙁 ❤ გვიყვარდი გვიყვარხარ და გეყვარები ყოველთვის და ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნები. ❤ ❤ 😢 😢 დიდი დანაკლისია შენი იმ ქვეყნად წასვლა წახვედი და დაგვიტოვე უდიდესი ტკივილი. მიძნელდება, როდესაც წარსულზე ვლაპარაკობ შენზე მაგრამ რა ვქნათ, ვერაფერს ვერ გშველით… ძნელია შენი ოჯახისათვის ყოველი დილის გათენება… სათუთად გეფერებით , ჩვენო ჩამქრალო სიცოცხლევ… შენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია… ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ-საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. რამდენს სიყვარულს სითბოს და სიკეთეს იტევდა შენი პატარა მაგრამ საოცრად დიდი გული… 🙁 🙁 🙁 🙁 ❤ ❤ 😕 ტკივილიანი და სევდიანი… უშენოდ ყოფნა ძნელია ვისაც შენ უყვარდი და გიყვარდა, ყველა იმ ადამიანებისთვის შენ დიდი ტკივილი ხარ შოთი.
შენ ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა… დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი.. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”. ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის თელავის ქუჩებში ხუჭუჭა ბიჭი რომელიც სულ იღიმოდა… შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. შოთიკოს სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე…
შოთიკოსნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!
საუკუნო ხსენება იყოს და არ დავიწყება იყოს შენი ჩვენო უკეთილშობილესო..! ისეთივე დარჩები ჩვენს გულებში როგორიც იყავი, ღიმილიანი მოსიყვარულე და საოცრად თბილი ❤ ძალიან მოგვენატრება შენი ლამაზი და თბილი გამოხედვა, თვალები რომლებიც სიკეთეს ასხივებდა. ქარიშხალს გავდა შენი სიკვდილი… ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო მაგრამ მით უფრო გვიღრმავდება შენი წასვლით მოყენებული ჭრილობა. ჩვენო დიდო ტკივილო და სიამაყევ გწამდეს შენს ხსოვნას ჩრდილი არასოდეს გაეკარება.. მოსიარულე სიკეთე იყავი მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. გვჯერა რომ განისვენებ იქ სადაც მართალნი განისვენებენ.. ნათელში იყოს შენი მართალი და უბოროტო სული. იძინე მშვიდად, იქ სადაც არც ჭირია და არც მწუხარება, გფარავდეს ნათელი უფლისა და შუქი კელაპტრისა მარად რომ ენთება ჩვენს გულებში…”

სხვა ახალი ამბები:

🎥 “ლიზა ჩემთვის მთელი გალაქტიკა და სამყაროა” – ირაკლი მაქაცარიას გულახდილი ინტერვიუ ცოლ-შვილზე

🎥”ჩააგდეთ ეს ღორისშვილი ციხეში… ველოდები ამ ნაძირალას დაპატიმრებას”– ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს: ბავშვებმა და სუსტი ნერვების პატრონებმა არ უყუროთ – ბოლო ინფორმაცია: დაკავებულია პირი, რომელმაც ძაღლზე იძალადა – დეტალები

 

ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

ვიღაცეები რომ აიზილეთ “ნაცებში” და ერთად ჭამთ, სვამთ და ბიზნესებს ილაგებთ, თქვენი დედების მოსახნავად მოვიდა ბიძინა – ნინო ჯღარკავა

“მთავარია, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება…” – როგორია ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა

„ვერ და­სა­ჯეს თამ­რი­კო და ვერც ვე­რა­სო­დეს დას­ჯი­ან… არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს ჩემ­ზე პატ­რი­არ­ქს“ – ჭოხონელიძემ ისევ ლგბტ ამბები გაიხსენა და კვლავაც ამტკიცებს, რომ სწორ პოზიციაზეა

“თვალები ყველაფერზე მეტყველებს” – რა ვიდეოს აქვეყნებენ ოთო და ჯულიანა

 

თედოს მორიგი საოცრება ! ყველა შოკშია, სცენაზე იფრინეს – თედო ბექაურის და ანნა ბირთველიშვილის ბრწყინვალე „ქუიქსტეპი“ (ვიდეო)

ნაპოლი ტორინოსთან განადგურდა – კვარაცხელიასა და გუნდის მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია!

Cesko