“მთავარია, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება…” – როგორია ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა

January 8, 17:47
0
1356

უკვე ორი კვირაა, ზურა ბერიკაშვილი გულის გაჩერებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გულის უკანა კედლის ინფარქტით. ბერიკაშვილების ოჯახი მოლაპარაკებას აწარმოებს ბერლინის ცნობილი “შარიტეს” მრავალპროფილური კლინიკის ნევროლოგიის განყოფილებასთან. მალე გერმანელი და ქართველი მედიკოსების კონსილიუმი უნდა შედგეს.

“მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება” – ამბობს “პრაიმტაიმთან” მანანა ბერიკაშვილი.

11 წლით უფროსი და, ზურას ასე ახასიათებს.

მანანა ბერიკაშვილი: – ისეთი შინაგანი ბუნება აქვს, რომ ასაკი არ ეტყობა.

ხომ იცით, შინაგანად როგორადაც გრძნობ თავს, იმდენი წლის ხარ. მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ახალგაზრდა იყო, სულ ჩვენს მეგობრებთან მეგობრობდა, ტვინის ქერქი არ დაბერებია. მგონია, რომ აქაც ეს შემთხვევაა.

მგრძნობიარე, უენო, მშვიდი და გაწონასწორებულია ბავშვობიდან. დიდი იუმორის პატრონია. ჰყავს დიდი სამეგობრო წრე. მამაჩემის მსგავსად, მოშურნე და მტერი, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

როცა თეატრში რამე ხდება, მე ყველაზე გვიან ვიგებ, რადგან ზურა არასდროს ამბობს. გადასარევი ბაბუაა. ჩემი შვილიშვილიც პაპას ეძახის და გიჟდება, ისე უყვარს ზურა. ცუდი თვისება რა აქვსო, რომ მკითხოთ, დავფიქრდები და ვერ ვიტყვი. რამე რომ გაუჭირდეს, მეზობელთან არ ავა და მე დამირეკავს.

გივი ბერიკაშვილის შვილობა მისთვის პასუხისმგებლობაა. მამა სულ გვეამაყებოდა. ჩვენ დღემდე გივის შვილები ვართ. ამას ჩვენთვის კომპლექსები არ გაუჩენია. ღმერთმა ისე ქნას, რომ სულ მის ჩრდილში გვამყოფოს.

მამამ მისი ცხოვრებით გვასწავლა, როგორ უნდა გვეცხოვრა. მგონია, რომ ამ გზას მივყვებით. არც მისგან მიგვიღია შენიშვნები…ამბობს უფროსი და „პრაიმტაიმთან“.

ზურას ადამიანობისა და სიკეთის მაგალითებზე მუდმივად წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები:

„ღმერთი რომ არსებობს, ამ კაცის ასე სიკეთის მფრქვევად დაბადებულის არსებობა ადასტურებს. ღმერთო, ერთს გთხოვ! დაეხმარე!“,- წერს ანა სანაია.

„ძალიან მჯერა, რომ ამდენი ადამიანის კეთილი სურვილები და სიყვარული, ექიმების დაუღალავ შრომასთან ერთად აუცილებლად გამოიღებს შედეგს! აუცილებლად კარგად იქნები და მერე მაგრა გაილახები!“

ჩვენი შობის ნატვრა აუცილებლად აგვისრულდება. აგერ მე და აგერ თქვენ!“-წერს ანანო მაისურაძე.

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/183567

https://split.spnews.io/ka/archives/183562

„ილია ჭიღლაძე და პეტრე აფერისტი გამოსახეთ ხატებზე და ილოცეთ ბატონო. თქვენი კერპები გყავთ და იმათ დაუნთეთ სანთელი. ჩვენ დაგვანებეთ თავი“ – რას ამბობს ირმა ინაშვილის მატრონას ხატთან დაკავშირებით

თედოს მორიგი საოცრება ! ყველა შოკშია, სცენაზე იფრინეს – თედო ბექაურის და ანნა ბირთველიშვილის ბრწყინვალე „ქუიქსტეპი“ (ვიდეო)

ნაპოლი ტორინოსთან განადგურდა – კვარაცხელიასა და გუნდის მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია!

 

ვიდეო : ოთარ ტატიშვილის შვილს ხელი სთხოვეს – ნახეთ ემოციური კადრები

 

დიდი ტრაგედია – ცნობილი მსახიობი ორ შვილთან ერთად ავარიაში დაიღუპა

“გავთხოვდი “სარფიანად“, ვცხოვრობ ჩემი ქმრის ლამაზ სახლებში… ისიც არ ვიცი რამდენ მილიონს ფლობს“- ქართველ ემიგრანტს მუდამ უჩიჩინებენ რომ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და ყველაფერს „სარფიანი“ ქორწინებით, მილიონერზე გათხოვებით მიაღწია

უდიდესი ტრაგედია – ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი გარდაიცვალა

„ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას“- ილია II-ს საშობაო ეპისტოლე

“პატრიარქმა დამადო ხელი ხელზე და მითხრა… ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა“ – რას იხსენებს ტარიელ ხარხელაური ილია მეორისა და თავისი მოკლული შვილის შესახებ

„ნაღდი“ იყო კაკული…“ – რას წერს თიკა ფაცაცია კაკული გურიელაშვილზე

ბერა ივანიშვილი უსაყვარლესი ბერუკას და დადუს ფოტოს გვიზიარებს

როგორ გაიცნეს მერაბ სეფაშვილმა და კაკული გურიელაშვილმა ერთმანეთი (ვიდეო)

როგორ იპარავდნენ ლენინს მავზოლეუმიდან კაკული გურიელაშვილი და მისი მეგობარი

“ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას ვას­წავ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლებს, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ.. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ენის, სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა” – როგორ ცხოვრობდა კაკული გურიელაშვილი ისრაელში

Cesko