ნიკოლოზ ქართველი სოციალურ ქსელში “პრაიმ ჰაუსის” წვეულებაზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“თუნდაც შემეშალა და არ უნდა მივსულიყავი და მაგალითად ვერ გავთვალე ბევრი რამ , ხდება ხოლმე ! უარესები ხდება და მომხდარა სამწუხაროდ ! არაფერს ვამბობ არცერთ პრაიმ ჰაუსელზე არც დახვედრაზე და არც საქციელებზე , მაგრამ თქვენ რა გჭირთ ხალხნო ? დედაჩემი რა შუაშია ? რა კომენტარები იწერება სად ცხოვრობთ ? გასაგებია გინდათ რომ ცუდად ვიყო , ვარ ცუდად ვარ ნამდვილად ! მაგრამ ხომ უნდა ავდგე ხომ უნდა გავინძრე ხომ უნდა გავიღიმო თუნდაც არ მეღიმებოდეს ! დავიწყო ახსნა როგორ მიყვარდა და როგორ განვიცდი დედაჩემის ამბავს ? არა არ დავიწყებ ! როგორ ხართ ჩასაფრებულები ან რატომ ან რა შემოტევაა ეს ან რა აგრესიაა ეს ? როდის გინახავთ ჩემგან ბოროტული კომენტარი ან საქციელი ? რაც დამიშავებია მითქვამს და ბოდიში მომიხდია და სულ თან დამსდევს ეს გრძნობა ! ხომ უნდა დამთავრდეს ოდესღაც ხო ეს ჩასაფრება და აგრესია ჩემს და ჩემი ოჯახის მიმართ !? როდემდე უნდა მსდიოთ ? მესმის რომ არ გინდათ კარგად რომ ვიყო მაგრამ რომ შემეშვათ ხომ შეიძლება ! ჩემზე კარგი ადამიანები თუ ხართ დამანახეთ ეს და გამიხარდება მესიამოვნება !
არაფრით ხართ ჩემზე კარგები და ადამიანურები !
თქვენ ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ იქნებით ყველა შემთზვევაში გინდ კარგი გავაკეთო და გინდ ცუდი…. ნამდვილად სამწუხაროა არ გინდათ დანახვა და არ დაინახავთ
ჩემზე რაც გინდათ თქვით , შეეშვით ჩემს ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით დედაჩემს
ძალიან მინდა ყველა კარგად იყოთ ბედნიერად და მუდამ იღიმოდეთ 🙏🏻
უბრალოდ გთხოვთ დაფიქრდით ყველაფერზე ვის რა და რაში ჭირდება , მადლობა ყურადღებისთვის” – წერს ნიკოლოზ ქართველი სოციალურ ქსელში