“კონცერტზე არ გამღერეს? იქნებ ისევ თქვენ გიფრთხილდებიან, ე მანდ მსმენელი ისე არ გაღიზიანდეს თქვენი გამძღარი, წლების განმავლობაში რეჟიმის ხარჯზე ნაკვები სიფათით, ვაი რომ ნერვებმა უმტყუნოს და …”- ლალი მოროშკინამ განაწყენებულ ქართველ მომღერლებს მიმართა

0
346
43 Views

ჟურნალისტი, პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჰოო…

კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ კი არა, დონორი პაციენტის თირკმელივით გვჭრიდნენ ყველა არსებული, დაგეგმილი და სპონტანური ივენთიდან.

პირველ უკმაყოფილო კომენტარზე ოჯახს გვიტერორებდნენ,

მეორეზე დესტრუქციას გვიწყობდნენ და გვიჭერდნენ, მერე პროფილაკტიკისთვის გვამებზე გვასკოჩებდნენ, დესერტად კი ქუჩებში გვხრეტდნენ.

მაშინაც სალმიანი იყო ქვეყანა და 320.000 ადამიანი პირველივე სალამზე დილეგებში გამოამწყვდიეს, უახლოესი სანათესაო კი წლები მენტალურ დილეგში ამყოფეს.

საახალწლო დღეებია და გახსენებაც მზარავს “დაჩკის” კილომეტრიან რიგებში სიფრიფანა, ნერვებ დატყვევებული ჭირისუფლები წყლის სამლიტრიანი ავზებით და არა გოჭებით და მწვადებით, როგორც ახლა და

არანაირი პირადი პაემნები და არანაირი შეწყალება!

კონცერტზე არ გამღერეს?

იქნებ ისევ თქვენ გიფრთხილდებიან,

ე მანდ მსმენელი ისე არ გაღიზიანდეს თქვენი გამძღარი, წლების განმავლობაში რეჟიმის ხარჯზე ნაკვები სიფათით, ვაი რომ ნერვებმა უმტყუნოს და რაც ხელში უჭირავს მთელი ძალით გიწილადოს ცენტრისკენული აჩქარებით.

ბუმერანგი მურტალი რამეა, თან პირდაპირ კეფას უმიზნებს.

მოდი დატკბით ცხოვრებით, ხომ არავინ გდევნით ქვეყნიდან,

ცხოვრებიდან, სიცოცხლიდან, როგორც ჩვენ თქვენი

ბინძური

გურუს მმართველობის დროს.

ხომ არავინ გიჭერთ უხამსობაზე და შეურაცხყოფაზე?

ხომ არავინ გიენით ჯიბეში ნარკოტიკს და იარაღს რომ სამუდამოდ დაგადუმოთ?

ასეა ეს.

ხალხის სიყვარული თუ გაქვთ, ნებისმიერ ბულვარში შეგიძლიათ იმღეროთ,

ხელოვნებას დღეს არავინ დევნის და არც ნებართვა ესაჭიროება.

მაგრამ შიში ოხერია…

ამაშია საქმე.

სე ლა ვი

P.S.დავასრულოთ ეს დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ.

აუუუ ერთსაც ჩავამატებ იმათთვის,

აი რაღა ცუდი უნდა გადმოიღოთო…

დღემდე დღემდე კოკა-კოლის ოფისი ჩემს სიღნაღის ობიექტს არ აწვდის აქსესუარებს, რადგან მე მთავრობის მომხრე ვარ…

აი ასე!”-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

სხვა ახალი ამბები:

ქმარმა შვილის თვალწინ ცოლი თავის არეში დაჭრა: ქალი რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის – როდის და სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა – დეტალები

„მძიმე მდგომარეობა გვაქვს, იწვევს თავის ტვინის ანთებას, რომლის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს და ბავშვები იღუპებიან” – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მშობლებს

ვიდეო : “რა ლამაზია ეს გოგო” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

ატირებული თაია ჭიჭინაძე – ნახეთ თაიას ემოციები პრაიმ ჰაუსის ფართიდან, სადაც სალომე და ნიკოც მივიდნენ – ვიდეო

“მე ვერ მექნება ნიკასთან ჩვეულებრივი საუბარი და მოკითხვა, აღარ ახსენოთ ჩემი სახელი იმ ორ ადამიანთან ერთად” – რას აცხადებს თაია ჭიჭინაძე

„შუბლზე ვირის ტვინს მისვამდა …თავი შემაყვარა…“ – რას ყვება მსახიობი გეგე სულხანიშვილი (ვიდეო)

📷 ახალი კადრები, თემურ ქეცბაიას შვილის გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც კვიპროსზე გაიმართა

Cesko