სემეკის სხდომაზე განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისში დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს ტარიფი იქნება 23.5 თეთრი.
მომხმარებლისთვის დღემდე მოქმედი ტარიფები, რომლებიც 1 იანვრიდან შეიცვლება, ასეთი იყო:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 15.289 თეთრი (იყო 18.041 თეთრი)
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.689 თეთრი (იყო 22.053 თეთრი)
301 კვტ.სთ-დან და მეტი – 22.489 თეთრი (იყო 26.537 თეთრი)
სამივე კატეგორიისთვის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა.
სემეკის სხდომაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი განიხილეს. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რეგიონებში “ეპ ჯორჯია მიწოდებას” აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
შესაბამისად, მათთვის ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 17.7 თეთრიდან 14.7 თეთრამდე მცირდება, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.7 თეთრიდან 18.7 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.2 თეთრიდან 23.2 თეთრამდე შემცირდება.
სხვა ახალი ამბები:
ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა – ცნობილია მიზეზი
“ყველასთვის უფასო იქნება” – ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება (ვიდეო)
🎥 “რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოგვივიდა…” – ნახეთ დათი ქოქრაშვილის უახლესი ვიდეო