ახლახანს დიდი ტრაგედია დატრიალდა – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება, თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

December 27, 21:22
0
2282

პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, თემურ ჩალაბაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 72 წლისა გარდაიცვალა.

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.

ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ “დროშა”-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ “პირველ სხივში”, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა “მერანი”-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.

მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:2018 – თბილისის საპატიო მოქალაქე2011 – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიასაქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ივანე მაჩაბლისსახელობის პრემიავაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაგალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა – ცნობილია მიზეზი

Cesko