„მითხრა, ცოლს და ბავშვებს უკვე სძინავთო…“ – 4 ბავშვისა და მეუღლის საზარელი მკვლელობის დეტალები, 33 წლის კაცი დაკავებულია

0
416
52 Views

33 წლის კაცი, რომელსაც იძებნებოდა ცოლისა და ოთხი შვილის მკვლელობისთვის, დაკავებულია.
2023 წლის 25 დეკემბერს, პარიზთან ახლოს, საღამოს 9 საათზე, დედისა და მისი ოთხი შვილის უსიცოცხლო ცხედრები აღმოაჩინეს  ისინი, სავარაუდოდ, დანით არიან დახოცილები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შობის ღამეს, დაახლოებით, საღამოს 9 საათზე, ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს პარიზის გარეუბანში მდებარე სახლის ერთ-ერთ ბინაში. სახლის კარი მას შემდეგ შეამტვრიეს, როცა მეზობელმა განგაში ატეხა.

როგორც ის ამბობს, შობას ერთად უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ როცა მეზობლები არ გამოჩნდნენ, თავად დააკაკუნა მათ კარზე. კარი კაცმა გააღო და მეზობელს უთხრა რომ ცოლს და ბავშვებს უკვე ეძინათ. მეორე დღეს კი კარს აღარავინ აღებდა. მეზობელმა დერეფანში სისხლის კვალი აღმოაჩინა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა.

მოკლული ბავშვები ცხრა თვის, 4 წლის, 7 და 10 წლის იყვნენ. მათი დედა 35 წლის იყო.

 

Cesko