ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას ,,გურია ტვ” ავრცელებს.
5 წლის და 2,7 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭუნას მდგომარეობა. ის რეანომობილით ქუთაისშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს მოხდა, როგორც ცნობილია, ბავშვთან ერთად დედა იმყოფებოდა, როცა მათ ძაღლი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, ცხოველი მეტისმეტად აგრესიული იყო. მან ბავშვის დაკბენა მოახერხა და ამ დროს დედა-შვილს მეზობელი მიეშველა. იმ მომენტში კი როცა მცირეწლოვანს ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადეყვანათ, აღმოჩნდა, რომ ძაღლი იქვე, დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. დედამ მეორე შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ამ დროის მონაცემებით, უფროსი ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არა აქვს, თუმცა მძიმეა უმცროსი ბავშვის მდგომარეობა, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებულიო. ბავშვს ამჟამად კვლევებს უტარებენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოქალაქეები შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ითხოვენ.
,,ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს,როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს, საკუთარი სახლის ჭიშკართან,საკუთარ ეზოში???
ვინაა პასუხისმგებელი,ვინ??? რა ჯანდაბა გვჭირს, ადამიანზე მეტი უპირატესობა როგორ მივანიჭეთ ცხოველებს, როგორ შეიძლება ასე არად ფასობდეს ჩვენი სიცოცხლე??? მითხარით ახლა რომელიმე ცხოველთა დამცველმა არასამთავრობომ,რომ შვილს გირჩევნიათ მაწანწალა ძაღლის სიცოცხლე!!!
ამ ანგელოზს რომ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა შეექმნას(ღმერთმა დაიფაროს), არ ვიცით, რა მოხდება, არ ვიცით,რას მოვიმოქმედებთ!!!
გაგვანადგურა ამ ამბავმა და ვინმემ ყურად იღეთ ეს უბედურება!!!
უფალო,დაიფარე პატარა ლაზარეს სიცოცხლე!!! – წერს მოქალაქე.
სხვა ახალი ამბები:
“ბოდიშს გიხდით ამის გამო, ნუ მიწყენთ ძალიან გთხოვთ” – თედო ბექაური საგანგებო განცხადებას აკეთებს