30 მილიარდი უკრაინის EU-ს წევრობის სანაცვლოდ — უნგრეთის ახალი მოთხოვნა

0
543
208 Views

უნგრეთმა შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ხელი არ შეუშალოს, თუ ევროკავშირი სრულად მოხსნის ფინანსურ შეზღუდვებს და უნგრეთს წვდომას მისცემს დაახლოებით 30 მილიარდ ევროზე.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა თქვა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

ბალაშ ორბანის კომენტარი მოჰყვა ევროკომისიის გეგმას, რომლის მიხედვითაც, უნგრეთს გადასცემენ 10 მილიარდ ევროს. აღნიშნული დახმარება უნგრეთისთვის გათვალისწინებული იყო სასამართლო რეფორმის გატარების სანაცვლოდ, თუმცა სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო აღნიშნული დახმარება გაყინული იყო.

უნგრეთისთვის ამ დრომდე გაყინული რჩება 11.7 მილიარდი ევროს სიდიდის დახმარება. მიზეზი ადამიანის უფლებების, აკადემიური თავისუფლებისა და სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზებია.

ამასთან ერთად, უნგრეთისთვის კვლავ მიუწვდომელი რჩება 10.4 მილიარდის იაფი სესხები და გრანტები. ეს თანხა დაბლოკილი უნდა იყოს მანამ, სანამ უნგრეთი ანტიკორუფციულ რეფორმებს გაატარებს.

შესაბამისად, ვიქტორ ორბანის მრჩევლის თქმით, უნგრეთი თუ არ მიიღებს წვდომას, ჯამში, აღნიშნულ 30 მილიარდ ევროზე, მხარს არ დაუჭერს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასა და ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას.

სხვა ახალი ამბები:

 

“ერთხელ თმის ვარ­ცხნა და­ვი­წყე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ლექ­ცი­ა­ზე და გამაგდო… ეგო­ნათ, რომ შტე­რი ვარ და ამი­ტომ არ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც წე­სია” – რას იხსენებს თამარ ჩერგოელიშვილი ნინო ბურჯანაძის შესახებ

“ბოდიშს გიხდით ამის გამო, ნუ მიწყენთ ძალიან გთხოვთ” – თედო ბექაური საგანგებო განცხადებას აკეთებს

(ვიდეო) „ძალიან ბევრ გათხოვილ ქალთან მქონია რომანი, ერთმა ქალმა შემდეგ გამაცნო თავისი ქმარი, აი ეგ არის საშინელება რომ…“ – გივი სიხარულიძე

“გამეორება ცოდნის დედაა” – მიხეილ სააკაშვილის მოკლე დახასიათება ლექსად თქმული – მაია ელოშვილი

50 წლის ასაკში ახალგაზრდა გოგონასავით დავფრინავ, 2 თვის წინ კი ლოგინიდან დამოუკიდებლად ვერ ვდგებოდი

რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად – რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში

Cesko