25 Views
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მზად არიან, მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს იმ საკითხებში, რომელიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჩინეთში ვიზიტით მყოფ რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაუმჯობესება.
ჩინეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან -სომხეთთან, ბელარუსთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან-, რათა ხელი შეუწყოს ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის წინ წაწევასა და უფრო ღია რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბებას.