როგორ გადაარჩინა გარდაცვლილმა ქალმა თავისი ერთი წლის შვილი – ნამდვილი თანამედროვე სასწაული

May 24, 23:16
0
1991

ყველა აღნიშნავს, რომ ეს ხმა არაამქვეყნიური იყო, რადგან ქალი რამდენიმე საათის გარდაცვლილი გახლდათ ოთხმა ამერიკელმა პოლიციელმა წლინახევრის გოგონას გადარჩენის შემდეგ სასწაულის არსებობის ირწმუნა. გოგონა მდინარეში ჩავარდნილი მანქანიდან ამოიყვანეს. ლილიმ 14 საათი გაატარა ყინულიან წყალში თავით ქვემოთ, რადგან საბავშვო სავარძელზე ღვედით იყო მიბმული.

ეს ფაქტი იუტას შტატში მოხდა. 25 წლის ლინ გროსბეკი პატარა ქალიშვილთან ერთად მშობლების სახლიდან ბრუნდებოდა. ამ დროს მანქანამ მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. დედა ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით იქაურები იხსენებდნენ, რომ საშინელი გრუხუნის ხმა გაიგეს, თუმცა სახლიდან გამოსულებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მეორე დღეს მეთევზეებმა მდინარეში მანქანის საბურავი დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციელები, რომლებმაც მანქანა ამოიყვანეს, ირწმუნებოდნენ, იქიდან ვიღაც საცოდავი ხმით შველას გვთხოვდაო. ოთხივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ ქალის ხმა ესმოდათ. ავტომობილში გარდაცვლილი ქალი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი იპოვეს. ბავშვი, რომელიც დედამ მგზავრობის წინ სავაძელზე ღვედით მიაბა, თავდაყირა ეკიდა. პატარა გაყინვის პირას იყო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიბარა.

ოთხი პოლიციელი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად წყალში გადაეშვა და მაშველი ძალის მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მანქანა როგორმე ზედაპირზე ამოეყვანათ.

“ოთხივეს გარკვევით გვესმოდა მანქანიდან ხმა. ეს ბავშვის ყვირილი არ იყო”, – განუცხადა CNN-ს ოფიცერმა ჯარედ უორნერმა. მისი თქმით, ამ იდუმალმა ხვეწნამ მათში ძალის საოცარი მოზღვავება გამოიწვია და მანქანა ძლიან სწრაფად ზედაპირზე ამოატივტივეს. იქ ცოცხალი მხოლოდ პატარა ლილი აღმოჩნდა.

მეორე პოლიციელიც იხსენებდა, რომ ქალის ხმა “გვიშველეთო” ემუდარებოდა. ყველა აღნიშნავს, რომ ეს ხმა არაამქვეყნიური იყო, რადგან ქალი რამდენიმე საათის გარდაცვლილი გახლდათ. სასწაულს მიაწერენ გოგონას გადარჩენასაც.

დღემდე გაუგებარია, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის ადგილზე მუხრუჭების კვალიც არ აღმოჩნდა. შესწავლამ დაადასტურა, რომ დედას არც ალკოჰოლი, არც ნარკოტიკები არ ჰქონდა მიღებული…

პატარა გოგონა ძალიან სწრაფად მოეგო გონს და არც კი გაციებულა. არადა, იმ ღამით ყინვა იყო, წყალი კი კეფამდე ფარავდა. ყველას სჯერა, რომ ბავშვი დედამ იმ ქვეყნიდან იხსნა, სხვანაირად გოგონას გამძლეობას ახსნა არ მოეძებნება.

ნაცნობები კი იხსენებენ, რომ ჯენი (გოგონას დედა) ძალიან კეთილი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი დედა და ძალიან ლამაზი გოგო.

Cesko