ახლახანს ლიფტი მე-9 სართულიდან მოწყდა, შიგნით ცოლ-ქმარი პატარა შვილთან ერთად იყო და… – უმძიმესი შემთხვევა

0
1468
20 Views

უმძიმესი შემთხვევა ახლახანს მოხდა.

სოციალურ ქსელ გლდანის ჯგუფში, ერთ-ერთი მომხმარებელი, თამო ჩოჩნიძე წერს, რომ ლიფტი მოწყდა და სიკვდილს

სასწაულებრივად გადაურჩა.

„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა. ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა“,- წერს თამო ჩოჩნიძე.

„პრაიმტაიმი“ თამოს დაუკავშირდა. მისი თქმით, დაზიანება არ აღენიშნებათ. „მალევე ამოგვიყვანეს, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა“

Cesko