თუ ვინმე ჩვენ ინტერესებს ხელს შეუშლის, ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გზა არ გვექნება – კიმ ჩენ ინი

April 26, 11:07
0
273

25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმის დროს, კორეის სახალხო არმიის დაარსებიდან 90-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რესპუბლიკა ბირთვული არსენალის შემდგომი გაფართოებისა და განვითარებისთვის „კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს“.

„ჩრდილოეთ კორეა მომდევნო ბირთვული არსენალის განვითარების დასაჩქარებლად, მაქსიმალური და სწრაფი ტემპით ზომების მიღებას გააგრძელებს… რესპუბლიკის ბირთვული ძალები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი, რათა ნებისმიერ მომენტში, თავიანთი უნიკალური შეკავების პოტენციალი გაააქტიურონ“, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში.

მან ასევე გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც ჩრდ. კორეასთან სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არიან, რომ „თუ რომელიმე ძალა შეეცდება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს ხელი შეუშალოს, ჩრდ. კორეის ბირთვულ ძალებს მოულოდნელი პასუხის გაცემის გარდა სხვა გზა არ ექნებათ“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

Cesko