ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ – შამბა

0
379
23 Views

ქართულ აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები უნდა მოვძებნოთ“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შამბამ ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბრის დროს განაცხადა.

„მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს ჩემი პოზიცია არ მოსწონს. თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ. არ არსებობენ ისეთი ერები, რომლებიც არიან მეზობლები, ზოგჯერ ნათესავებიც, ერთმანეთში ომი რომ არ ჰქონოდათ. ამის ნათელი მაგალითია მთელი ევროპა“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შამბა ამბობს, რომ როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდან ბევრი ადამიანი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი.

„მე მგონი, ეს გარკვეული დროის შემდეგ ჩაივლის. ომის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა და, პრინციპში, ურთიერთგაგების მიმართულებით მოძრაობის დაწყება ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო. მაგრამ ეს ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ქართველ ოპონენტებს ხშირად ხვდებოდნენ. ეს საჭირო იყო ერთმანეთის პოზიციის გასაგებად, რათა პრობლემის მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო. ახლაც ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც მრავალი ისტორიული გარემოებით და პირველ რიგში, ომით არის გამოწვეული.

„იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ, უნდა ვისაუბროთ და მომავალი თანაცხოვრებისთვის გზები მოვძებნოთ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შამბას ამ მოსაზრებას ვახტანგ ყოლბაიამაც მხარი დაუჭირა.

სხვა ახალი ამბები:

“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

„ქართველმა კაცმა 4 ომი გადაიტანა ჩემს თაობაში. ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს ციხეში სვამენ” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა? (ვიდეო)

ხვიჩას დაუჯერებელი პასი – ნაპოლის გოლი სანტიაგო ბერნაბეუზე “რეალთან”

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო! ბერუკა – 4 წლის” – ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია (ფოტოები)

მან ეს ნამდვილად დაიმსახურა – ნიკოლოზ წულუკიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ემოციურად აღნიშნა

VIDEO: „თქვი“ – ნინი ბადურაშვილის და ეკა კახიანის შესანიშნავი დუეტი: დედა-შვილი უბრალოდ ბრწყინავს

“კაბუმ” საპატიმრო დატოვა – პირველი კადრები გათავისუფლების შემდეგ

“დედაჩემს მივუძღვენი ეს ვარსკვლავი და, საერთოდ, იმ ქალებს, რომლებმაც მომიარეს, გამზარდეს და ახლა მათბობენ…” – ზურა ყიფშიძის ემოციები ვარსკვლავის გახსის შემდეგ

რუსეთის დუმა: აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა – არ დაემორჩილა „ანტირუსულ ისტერიას“

„ეს არც სოციალური აქტივობაა და არც ვინმეს დასახმარებლად წამოწყებული კამპანია“ – რას ამბობს დომენიკ მანგო ვიდეოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

Cesko