აღარ ვაპირებ, რომ გაგიტაროთ ენის ტლიკინი. იმდენს იზამთ, ფიზიკურად ამოგახევთ მაგ ბოროტ ენებს”– ასე პასუხობს ირმა ინაშვილი იმ ადამიანებს, ვინც პატრიოტთა ალიანსს რუსეთის მიერ “შემოგდებულ” პარტიად მიიჩნევს.
ირმა ინაშვილის ერთ-ერთი პოსტის მთავარი ადრესატი კი “ლელო”-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეა.
“ეს ახალგაზრდა ადამიანი უკვე მერამდენე წელია ხელაღებით აკერებს მაგალითად, ჩვენს პარტიას “რუსეთის მიერ შემოგდებული” პარტიის იარლიყს.
არ დაიღალეთ? სრული 3 წელია გაწეული ვართ საჯარო პოლიტიკური პროცესებიდან, მაინც არ ცხრებით, ვერ ისვენებთ, ბორგავთ. ან რა პროცესია, რაც ხდება, ამას პოლიტიკა ჰქვია? სრული მარაზმი! სრული სიბეცე! სრული სიბნელე! მარტო სკამებისთვის ბრძოლა.
პატრიოტთა ალიანსს თქვენსავით რომ რომელიმე უცხო ქვეყნის ვალი ჰქონოდა, პარლამენტში ვისხდებოდით დღეს, არავინ მოგვცემდა გარეთ დარჩენის საშუალებას.
თქვენსავით, ყველას ეხება, ვინც თავის დროზე ეს ნაბიჯი გადადგა: ჯერ გაყალბდა არჩევნებიო და მერე სკამები არ დავკარგოთ, შევდივართ პარლამენტშიო, – ასე არ მოვქცეულვართ. ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ პრინციპები და სიტყვა დავიცავით. თქვენი კი, ვის და როგორ უნდა სჯეროდეს, ჯერ ვენებს იჭრიდით,- ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსო და 5 წუთში პარლამენტის დარბაზში ისხედით. საკუთარ დედებს გაყიდით კარიერისთვის.
გავიგეთ, რომ ამ ე.წ. ოპოზიციონერებისთვის “რუსეთის მიერ შემოდგებულია” მთელი საქართველო. ვინც არ მოწონთ, რუსეთის აგენტია. გავიგეთ, რომ იარლიყების მიკერების გაცვეთილი პრაქტიკა კვლავ ძალაშია. მილიონჯერ ვთქვით. ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ სიცრუის დეტექტორი, ამ მექნიზმს სპეცსამსახურები ყველა ქვეყანაში იყენებენ და გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, ვინაა შემოდგებული და ვინ- არა. ვსვამ მარტივ კითხვას: მზადაა დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი იგივე გააკეთოს? გნებავთ, ღია ეთერში ჩაიაროს ამ პროცესმა. აი, ეს ახალგაზრდა პავლიკ მოროზოვი და დამწყები ცილისმწამებელი მზადაა ამისათვის?
ტრაგი-კომედიაა, რომ ისევ აგენტების ძახილი გვესმის. უფრო საღი, უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა ვერა და ვერ დამკვიდრდდა ამ ქვეყანაში. და რა არის ფაქტი. ფაქტი ისაა, რომ სწორედ რუსეთის, თურქეთის, ირანის და სხვა ქვეყნების ნამდვილი აგენტები ცდილობენ მათთვის არასასურველ კონკურენტებზე ისრების გადატანას და მესმის, რომ ვიდრე მთელი ეს ვითომ პოლიტიკური ელიტა სცენაზე დგას, სიკეთე უბრალოდ არ იქნება.
ყველას ვეუბნები, მათ შორის, ამ ახალგაზრდა კაცს, რომ უცხო ქვეყნის აგენტურა სხვა ფლანგზე ეძებოს. უფრო ახლო ჰყავს. აღარ ვაპირებ, რომ გაგიტაროთ ენის ტლიკინი. იმდენს იზამთ, ფიზიკურად ამოგახევთ მაგ ბოროტ ენებს და მერე, იმედია, დამშვიდდებით. სადაც იქნებით, იქ მოვალ და მოგახევთ ენას, სირისტიანებო თქვენა.”– წერს ირმა ინაშვილი.
სხვა ახალი ამბები:
ვაზისუბანში, კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარია – კადრები შემთხვევის ადგილიდან (ვიდეო)
https://split.spnews.io/ka/archives/181436
ვრცელდება მიწისძვრის უმძიმესი კადრები, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – შემთხვევა 17 წლის მძღოლმა გამოიწვია (ვიდეო)
როგორც იქნა, თბილისის საცობებისგან განტვირთვა იწყება – რა გეგმა აქვს კალაძეს