ავარია: მანქანა მოულოდნელად გზიდან ბორდიურზე ავარდა – სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა

რუსთავი-გარდაბნის საავტომობილო გზაზე ავტომობილის მართვის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა განუცხადა, “ჟიგულის” მარკის ავტომობილი მოულოდნელად გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბორდიურზე ავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ინფო რუსთავი სხვა ახალი … ვრცლად ავარია: მანქანა მოულოდნელად გზიდან ბორდიურზე ავარდა – სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა