გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უკვე წლებია ატყუებენ საქართველოს ონკოლოგიურ პაციენტებს ყველა ტელევიზიით. ვიზალიბერალიზაციის მიღების წინაპირობა იყო რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება უფასოდ ემკურნალა ფსიქკურად, ინფექციურად და ონკოლოგიურად დაავადებულთათვის.
ამაზე ვწერ უკვე მინიმუმ 5 წელია.
ზუსტად ამდენივე ხანია ვთხოვ ონკოლოგიური პაციენტის ოჯახებს რომ ჯანდაცვის სამინისტროსაგან მიიღონ წერილობითი ცნობა, სადაც ეწერება „მკურნალობას არ ვაფინანსებთ“ ან „მკურნალობას მხოლოდ ამ თანხით ვაფინანსებთ“.
ამ ცნობის მოთხოვნა პაციენტის ოჯახებს ეშინიათ და რატომ იმიტომ რომ ერთის მხრივ საქართველოს კლინიკის წამყვანი ექიმები არ აძლევენ ცნობას რომ რა ტიპის თერაპიაა აუცილებელი და ეს თერაპია რომ არ ტარდება საქართველოში.
მეორეს მხრივ, კლინიკების წამყვან ონკოლოგებს სურთ რომ პაციენტები წავიდნენ თურქეთში, საიდანაც საკმაოდ ადვილია პაციენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილის ან მიღება შუამავლობის ჰონორარად, ან კიდევ თურქული კლინიკები და ფარმაფირმები ამ ექიმებს სხვადასხვა მატერიალურ საჩუქრებს, შვებულებებს, სიმპოზიუმების დაფინანსებას სთავაზობენ.
ამასთანევე, პაციენტის ოჯახსაც ეშინია ჯანდაცვას მოსთხოვოს დაფინანსების წერილობითი ცნობა.
ეშინია იმიტომ რომ ისევ და ისევ კლინიკების ექიმები აშინებენ, თუკი მოითხოვთ, იმ 15 ათას ლარის დაფინასებასაც არ მოგცემენო.
ამ ფონზე კი განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიები გამოირჩევიან პაციენტისათვის ფულის შეგროვების კამპანიებით.
იმის მაგივრად რომ ოჯახს გვერდით დაუდგნენ და ამდენი ასეული ოჯახის ჭირვარამი მათ მიიტანონ ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მოითხოვონ ის ვალედებულება სახელმწიფოსაგან, რომელიც სახელმწიფომ მოქალაქეების მიმართ აიღო, აი ამის მაგივრად ერთ ლარს თხოვენ ისედაც გაღატაკებულ საქართველოს მოქალაქეებს.
ეს სამარცხვინოება უკვე წლებია გრძელდება.
გრძელდება იმიტომ რომ აი ის ფეოდალური ზემო 1%, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა ტიპის და მათ შორის სამედიცინო და სატელევიზო ბიზნესს საქართველოში, არიან ერთმანეთთან ჩატუსოვკებული.
აი ესაა წლებია პრობლემა საქართველოში.
სულ რამდენიმე კირის წინ ევროგაერთიანებამ და განსაკუთრებით გერმანიის მესვეურობით, საქართველო გამოაცხადეს „უსაფრთხო ქვეყანად“.
ეს ნიშნავს რომ, საქართველოს კიდევ ერთხელ და გადაჭრით შეახსენეს ის ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო ვიზალიბერალიზაციის გამო.
ეს ვალდებულება, როგორც გითხარით ჯანმრთელობის დაცვაცაა.
ამიტომ დაიწყებს ხელისუფლება რაღაცა ტიპის საჩვენებელ ჯანმრთელობის პროგრამას და დაფინანსებას.
ეს არ ხდება იმიტომ რომ ხელისუფლებას სურს ადამიანებს დაეხმაროს.
ეს ხდება იმიტომ რომ, ხელისუფლება ვალდებულია ეს გააკეთოს ევროგაერთიანების წინაშე.
კიდევ ერთხელ ვთხოვ პაციენტების ოჯახებს.
მოითხოვეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან საბუთი, წერილობითი, თუ რა თანხით გიფინანსდებათ თერაპია ან გიფინანსდებათ თუ არა საერთოდ.
აი ამ საბუთით ევროგაერთიანებაში საჭირო თერაპიები დაგიფინანსდებათ.
ნუ წახვალთ თურქეთში.
იქ ფული აწერიათ თვალებზე და როგორც კი გამოგელევათ, ეგრევე მოგისვრიან უკან საქართველოსი, გაგაყიდინებენ ყველაფერს, რაც გაქვთ და რაც არ გაქვთ.
მოითხოვეთ დაფინანსების ცნობა ან არ თუ ვერდაფინანსების წერილობით ცნობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.
ტელევიზიებს კი მივმართავ რომ ამ მარაზმს თავი დაანებონ.
თუკი სურთ დახმარება, გაუკვალონ გზა პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროსაკენ.
მოახდინონ ზეწოლა კლინიკებზე რომ კლინიკებმა ჯანმრთელობის დახმარების აუცილებლობის საბუთი გასცენ.
საქართველოს ბიუჯეტი 27 მილიარდი ლარია.
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონამდეა დარჩენილი ქვეყანაში.
ის გქცეული 2 მილიონი კი წლიურად მინიმუმ 5 მილიარდ ევროს, დაახლოებით 12 დან 15 მილიარდამდე ლარს რიცხავს საქართველოში.
აი ესაა რეალობა
ნებისმიერი თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოში არ მიდის პორშეს და მერსედესის საყოდლად, არამედ პირდაპირ მიდის ბანკში, რომელსაც აკონტროლებს ოლიგარქი. აი ესაა ქართული რეალობა.
არსებობს ასევე არაბიუჯეტური ფინანსური პროგრამები, როგორიცაა მაგალიტად ინფექციური დაავადების პროგრამები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების კონსორციუმის მიერ ფინანსდება და არც ამ დაფინანსების მოცულობა ვიცით ზუსტად და არც ეს თანხები ჩანს სადმე ბიუჯეტში. აქაც წლიურად რამდენიმე მილიარდი ევრო ბრუნავს.
ეს ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ფული.
აბა დაიანგარიშეთ, თუ რამდენი მოგიწიათ პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს.
არა ვართ ღარიბი ქვეყანა ნამდვილად არა, უბრალოდ გაბოლებენ რომ ქვეყანა ღარიბია.
ხალხი გაღარიბდა და ღარიბდება დღითი დღე, მინიმუმ 90% არის ამ სიტუაციაში. დაახლოებით 9% ინარჩუნებს სტატუს ქვოს და აი ის 1% ფეოდალებია, რომ გაბოლებენ ტელევიზიებით, სამინისტროებიდან, გამგეობებიდან, უნივერსიტეტებიდან, კლინიკებიდან.
გაახილეთ თვალები და დაინახეთ რეალობა.
ის ექიმი, რომელზეც შეკამათება და კითხვის დასმა გერიდებათ და რომელიც თურქეთ თურქეთს გიჩიჩინებთ, ის კიარაა ავად და იმის ჯანმრთელობა კიარ დგას სასწორზე. ეს თქვენი ჯანმრთელობაა. თქვენი შვილების ჯანმრთელობაა და შვილებისათვის მაინც იბრძოლეთ, შვილების უფლებები მაინც დაიცავით, თუკი საკუთარს ვერ იცავთ.”
სხვა ახალი ამბები:
ვის ელის ყველაზე მეტი წარმატება 2024 წელს – სრული ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
„აზრზე ხართ, ჩვენ რას გვიზამდნენ?…“ – რას წერს ლალი მოროშკინა