18 Views
ღაზაში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო „ვაფას“ ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ ეკლესიის ფასადი დააზიანა და მიმდებარე შენობები ჩამოინგრა.
იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქო აფეთქებას ისრაელის საჰაერო თავდასხმას უკავშირებს.
„ეკლესიების მისამართით დამიზნება, რომლებსაც ადამიანები თავშესაფრად იყენებენ, სამხედრო დანაშაულია და მისი იგნორირება არ შეიძლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.