20 Views
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის აპირებს, შეასრულოს გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტზე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და სერგეი ლავროვმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რათა აქტიურად უპასუხონ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს.