ჯო ბაიდენი: „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურს, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია

0
175
18 Views

„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ჩნდება კითხვა და ნება მომეცით, გითხრათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის. ისრაელისა და უკრაინის წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თუ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისადმი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, პუტინი თუ თავს დაესხმება ნატოს მოკავშირეს, ამერიკა დაიცავს ნატოს ყველა სანტიმეტრს, რასაც ხელშეკრულება მოითხოვს და მოუწოდებს. მისი თქმით, ის ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტსაც და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პალესტინელი ხალხის ღირსებებს.

„ჰამასის“ არსებობის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელი ხალხის მოკვლა. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად. ჩვენი კრიტიკული პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის, ისრაელისა და უკრაინის, არის ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გადაიხდის დივიდენდებს ამერიკის უსაფრთხოებისთვის თაობების განმავლობაში, დაგვეხმარება, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარება, ავაშენოთ სამყარო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელში აქვთ ის, რაც სჭირდებათ ხალხის დასაცავად დღეს და ყოველთვის. უსაფრთხოების პაკეტი, რომელსაც მე ვუგზავნი კონგრესს არის უპრეცედენტო ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. უკრაინასთან დაკავშირებით, ვთხოვ კონგრესს, დარწმუნდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად შეუფერხებლად. ასე რომ, უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინის სისასტიკე უკრაინაში“, – აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.

Cesko