60 Views
პოლონეთში 31 წლის ყაზახეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ სცემა – ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე ცნობით, მკვლელობისთვის დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას, ასევე, დაევალა კომპენსაციის გადახდა გარდაცვლილის მეუღლისთვის. ყაზახეთის მოქალაქე დანაშაულს აღიარებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული და მსხვერპლი ჰოსტელში თანაცხოვრობდნენ, ხოლო შელაპარაკება საცხოვრებლის დალაგების საკითხზე მოუვიდათ. მსხვერპლი ბრალდებულს ბინის დალაგებას სთხოვდა, ხოლო კამათის შემდეგ საკუთარი ნივთები ჩაულაგა და დერეფანში დაუდო. ყაზახეთის მოქალაქის ვერსიით, ქართველი დანით ემუქრებოდა.