“ამდენი ჩიჩინის მერე ვინც კიდე არ მარხულობთ, ჭამეთ, სვიით… მაინც წასულია თქვენი საქმე… გამოდით ხალხო და ილოცეთ, რას აკეთებთ?” – მამა ლევანი

January 18, 17:56
0
452

კასპის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში, წერს:

“მორწმუნეებს შეგახსენებთ, ნათლისღების წინა დღე, რა დღეც არ უნდა იყვეს, ყოველთვის ზეთით ხსნილი მარხვაა. და ნათლისღება, კვირის რა დღესაც არ უნდა იყვეს, ხსნილია ყველაფრით. ამდენი ჩიჩინის მერე ვინც კიდე არ მარხულობთ აბა თქვენ რაღა უნდა გითხრათ? ჭამეთ სვიით რაც გინდათ, მაინც წასულია თქვენი საქმე

ბიბლიაში, გამოსვლათა 31 თავში უფალი ბრძანებს: “დაიცავით შაბათი რადგან წმინდაა იგი თქვენთვის. მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს. შაბათს საქმის მკეთებელი უნდა მოიკვეთოს თავის ხალხიდან”. შაბათს ღვთის არ განდიდება და სხვა საქმის კეთება ადამიანს ეთვლებოდა უფლის უარყოფის ტოლფას საქციელად და ამიტომ იდევნებოდა ღვთის რჩეული ებრაელი ერის რიგებიდან. შაბათი, აღდგომის შემდეგ ჩანაცვლდა კვირა დღით, და მას შემდეგ კვირას წირვაზე არ წამსვლელი ითვლება ღვთის უარმყოფელად. ვისაც შეგიძლიათ, გამოდით ხალხო და ილოცეთ, რას აკეთებთ? ან რაღას ებღაუჭებით? ვერ ხედავთ რომ ამ ვირუსით ზოგს ხოცავენ, ზოგს ჯანს ურყევენ, ზოგს ფსიქიკას, ზოგს ამწყვრევენ. ამაზე დიდი განსაცდელი რა უნდა იყვეს სამყაროში რომ გამოფხიზლდეთ? ნოეს დრო მახსენდება, სანამ არ ატივტივდა ყველაფერი ვერ მოვიდნენ აზრზე, მაგრამ მერე უკვე გვიან იყო.”

Cesko