“30 წლით „დაგვიანებული“ ჩემი სათქმელი…30-ედ დაგტირი ჩემო 27-ო სექტემბერო….”- რას წერს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე

0
584
25 Views

🇬🇪 30 წლით „დაგვიანებული“ ჩემი სათქმელი…
🇬🇪 27.09.1993 – 27.09.2023
🇬🇪 გმირები ვართ, არააა?!
🇬🇪 მადლობა ჩვენ, რომ საქართველო ჩვენი სისხლით მოგიტანეთ აქამდე, არაა?
🇬🇪 მადლობა, რომ თავი გავწირეთ არაა?!
🇬🇪 მადლობა, რომ პატარა ბიჭები დავიხოცეთ, დავიჭერით, ფსიქოლოგიურად გავნადგურდით და ავირიეთ და დეპრესიულები ვართ, არაა?!
🇬🇪 მადლობა, რომ დღეს ჩვენით ხართ ცოცხლები, ჯანმრთელები, ლამაზები და კარგები, არა?!
🇬🇪 მადლობა, რომ სიტყვის თავისუფლება გაქვთ არაა?!
🇬🇪 მადლობა, რომ გეობა – პიროვნული გამოხატვის თავისუფლებაა და ფემინისტკობა კი, ძლიერ ქალობაა არაა?
🇬🇪 ჩემი სახელმწიფოს ყველა (!) დროის, ყველა ხელისუფალნო!
🇬🇪 გირჩში გაიკვეხეთ თქვენი ცარიელი მადლობა და გვერდში მაშინ დაგვიდექით, როცა ეს ჩვენ, ამ გმირებს გვჭირდება – ჩვენთვის საჭირო დროს!!!
🇬🇪 რადგან როცა ჩვენ გჭირდებოდით – კაბინეტებში არ დავმალულვართ, უარი არ გვითქვამს საქართველოსთვის (!) ომზე და ბრძოლაზე და თქვენსავით არ გავქცეულვართ ბრძოლის ველიდან!
🇬🇪 არც გარანტიები მოგვითხოვია ომიდან ცოცხლად დაბრუნებისთვის და არც კუანა ფარისევლების მჭერმეტყველებას დავუკერივართ!
🇬🇪 ჩვენ, უბრალოდ – ავდექით და ომში წავედით! რა გავაკეთეთ, რომ წავედით, წავაგეთ არააა?…. წავაგეთ და თქვენც გიხარიათ ყელშიბოღმამოწოლილები, რომ ხმას ვეღარ ვიღებთ ხოლმე ხშირად, არაა?
🇬🇪 და თუ ხმა ამოვიღეთ დააა… – „რას გვაყვედრით“ და „რა დამსახურება გაქვთ ერის წინაშეო“, ამ კითხვებით, რომ ხახაში გვივარდებით და ტრაკუცუნობთ, ეგ გემაყებათ არაა? 🙂
🇬🇪 აქ, ვირტუალურ სამყაროში რომ მმმაგრები, ძლიერები, იმედიანები და მიუწვდომელნი ხართ, ეეგ გეიმედებათ არაა?….
🇬🇪 აქ, „თავისუფალი სიტყვის“ სამყაროში რომ გვბლოკავთ, პოსტებს გვისაჩივრებთ და გვარეპორტებთ და გგონიათ ამით, რომ გვაჩუმებთ…
🇬🇪 მაინცდამაინც ცინკის კუბოში ჩაყრილი გვამები უნდა მიიტანონ, არაა ჩვენს სახლებში, რომ 100,000 ლარით შეაფასოთ მერე ჩვენი სიცოცხლე?!
🇬🇪 ყველა მეომრის სახელით გეუბებით მე თქვენ – გვერდში დაგვიდექით, როცა ჩვენ გვჭირდებით, თორეეემ…. ომი სა-ქარ-თვე-ლოს-თვის (!) ისევ იქნება და თქვენ ისევ ჩასვრილები დაიმალებით და ისევ ჩვენი გადასარჩენები იქნებით, მმმაგარო პოლიტიკანებო, ერისა და სამშობლოს კეთილდღეობისთვის „მებრძოლნო“ და მოლაყბენო!
🇬🇪 27 სექტემბერს ომი არ დამთავრებულა! ომი ისევ გრძელდება ხომ ხედავთ?! მეც ჯერ ისევ ცოცხალი ვარ და ათასობით ჩემზე ბევრად მაგარი ბიჭებიც, საქართველოს ნამდვილ გმირებს, რაც არ უნდა ჩირქი მოსცხოთ – ადამიანებად მაინც დარჩებიან!
🇬🇪 30-ედ დაგტირი ჩემო 27-ო სექტემბერო….

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე; სოციალური ქსელი

სხვა სიახლეები:

 

“ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! კარგად მომისმინეთ …” – ვის მიმართავს ზურა ხაჩიძე

“მორიგი ქიმიოთერაპია… “გედია” და “ლიმონა” თურქეთის კლინიკაში ერთმანეთს ყოველდღე ნახულობენ…”- სოსო ჯაჭვლიანი და გია ბურჯანაძე თურქეთში, ერთ კლინიკაში აღმოჩნდნენ

საქართველოში იქნება გადატრიალება (?) – იგორ გიორგაძის ინტერვიუ რუსულ მედიაში

 

ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ …” – თამარ ჩერგოლეიშვილი

 

უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს – ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია

Cesko