„სადისტური მკვლელობების სერია ჩაიდინა და გაავარსკვლავეს, მიპასუხეთ ეს ნორმალურია? ყველა ხართ დანაშაულის თანამონაწილეები” – გიორგი სუხიტაშვილი აღშფოთებულია

January 22, 14:57
0
2130

ომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებულ სერიულ მკვლელთან, ვენერა ობოლაშვილთან ერთ-ერთი არხის მიერ ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რისკები არის გასათვალიწინებელი, როდესაც სერიული მკვლელს მედია აშუქებს.

“ქვეყანა რომელმაც სერიული მკვლელი აქცია გმირად, პერსონაჟად, ვარსკვლავად, მისაბაძად.

ხვალ ეს ე.წ. აზრზე მოსული მოღლიცინეები, ტელეარხები, გასართობი შოუები, სელებრითები. ასევე უფლება დამცველები, ორგანიზაციები და ა.შ. რაღაცა ელემენტარულ შეცდომა გადაცდომაზე გადმოკოპირებული “გაიდლაინით” აწევენ ისტერიკას, რა მაგალითს აძლევ მომავალ თაობასო, საზოგადოების ფსიქიკას აზიანებსო, ესაო ისაო….

ოე! შედით ციხეში ან მოიძიეთ დაკითხვის კადრები იქნებ პედოფილები უფრო სასაცილოდ ჰყვებიან როგორ იდენდნენ დანაშაულს, მერე ეგეც აქციეთ პერსონაჟად მაგარ რეიტინგს დადებს, მერე აკეთეთ პაროდიები და აზიარეთ წინ და უკან

“აუ, რამაგარი პრიკოლია”-ო იძახეთ.

ადამიანმა სადისტური მკვლელობების სერია ჩაიდინა და აქ გაავარსკვლავეს ეს ნორმალურია?!

ვინმეს გაგახსენდათ ბავშვთა ფსიქოლოგია?

გაიაზრეთ რისკები როდესაც ცოცხალი სერიული მკვლელი ნორმად შესთავაზეთ საზოგადოებას?

ყველა ხართ დანაშაულის თანამონაწილეები და რეიტინგზე დახარბებული მედროვეები!

აჰ, კანონი არ კრძალავს და მოსულა?

ხალხო, მიპასუხეთ ეს ნორმალურია თუ მე აღვიყვამ ყველაფერს არასწორად?”, – წერს სუხიტაშვილი.

სერიული მკვლელი, ვენერა ობოლაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯა, თავისუფალია. 13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები.

Cesko