“მორიგი ქიმიოთერაპია… „მტერსაც არ ვუსურვებ ამას… სამი ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კვირას ისევ მივდივარ თურქეთში” – ვინ არის ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის მსგავსად ვერაგ დაავადებას ებრძვის

0
2176
46 Views

მსახიობმა გია ბურჯანაძემ სიმსივნის დიაგნოზზე ისაუბრა და თქვა, რომ მას სრულიად უცხო ადამიანები დაუდგნენ გვერდით.

“ჯანზე ვიყავი, ყოველ დღე ვვარჯიშობდი და უცებ გეუბნებიან მეოთხე სტადიის სიმსივნე გაქვსო. კოშმარია. მაგრამ ოჯახი და სამეგობრო ძალიან გვერდში დამიდგა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ახლობლებივით დამიდგნენ გვერდში. ამდენი ადამიანია ჩართული, რომ გამოგაკეთონ, მათ იმედებს ვერ გაუცრუებ. მტერსაც არ ვუსურვებ ამას, ძალიან ვერაგი დაავადებაა. სამი ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კვირას ისევ მივდივარ თურქეთში”, – თქვა “იმედის” ეთერში გია ბურჯანაძემ.

გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. მათი შეხვედრა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. ამის შესახებ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ჰყვება.

მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ისევ ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, თბილისში დაბრუნდეს.

სხვა სიახლეები:

საქართველოში იქნება გადატრიალება (?) – იგორ გიორგაძის ინტერვიუ რუსულ მედიაში

 

ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ …” – თამარ ჩერგოლეიშვილი

 

უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს – ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია

Cesko