გარდაიცვალა ეს სიცოცხლით სავსე გოგო; დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი… “ – გორში გარდაცვლილს გლოვობენ

0
1020
31 Views

გორში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

32 წლის მარგო პავლიაშვილი მძიმე სენს ემსხვერპლა.

გლოვობს ჩემი გორი (ატენი) გარდაიცვალა 31 წლის მარგო პავლიაშვილი. რამხელა ტკივილია… ეს, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგო… საცოდაობა ტრიალებს გორში. ძალიან დაგვწყვიტა 

 გული მარგოს გარდაცვალებამ. ჩვენო უკეთილშობილესო, რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა – რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა გვყოლოდი, ჩვენო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულო? რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.

მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი. შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს, რომ გაუძლო,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

 

Cesko