“ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე…”- კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

0
588
30 Views

ხმა­უ­რი და არე­უ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა გლ­დან­ში, სა­დაც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს “ნა­ცი­ო­ნალ” დე­პუ­ტატ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. ნა­ცე­მია ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე, რო­მელ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა. ეძგვე­რა­ძე­ზე თავ­დას­ხმის დამ­კვე­თად და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად კახი კა­ლა­ძის მე­გო­ბარს, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ კოტე ზარ­ნა­ძეს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ თავ­დას­ხმა დღეს წინ უძღო­და ზარ­ნა­ძე-ეძგვე­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. რო­გორც ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ამ­ბობს, მას გლ­დან­ში, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზოს­თან 30-ზე მეტი პირი და­ეს­ხა თავს, რომ­ლე­ბიც მას და მის 2 მე­გო­ბარს ხელ­კე­ტებ­სა და მძი­მე მე­ტა­ლის საგ­ნებს, მათ შო­რის, სა­ვარ­ჯი­შო გი­რებს ურტყამ­დნენ.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი.

ambebi.ge საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ კოტე ზარ­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმას­თან კავ­შირს უარ­ყოფს:

“ახ­ლაც საკ­რე­ბუ­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვე, რა სი­სუ­ლე­ლეა, ვინ მი­ვუქ­სიე, რა 60 კაცი, მე ლაშ­ქა­რი კი არ მყავს, მე რა ვიცი, ვინ იყ­ვნენ?! მას თუ ვინ­მეს­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მე რა შუ­ა­ში ვარ? ეძგვე­რა­ძე დღეს თა­ვად და­მეს­ხა თავს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, არა­რა­ო­ბა, ია­რა­ღის და წამ­ლის ჩამ­დე­ბი და რაღა არ მე­ძა­ხა. გა­და­ხე­დონ მის წარ­სულს, შე­ის­წავ­ლონ, რა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და გა­ირ­კვე­ვა, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და გას­წო­რე­ბო­და, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ…“

“ტვ პირ­ველ­თან“ კო­მენ­ტარ­ში ეძგვე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, – “კა­ლა­ძე არ ვიცი, მაგ­რამ კოტე ზარ­ნა­ძე რომ დამ­კვე­თია, 100 %-ით ვიცი”.

“შე­მოგ­ვი­ვარ­დნენ ეს არა­კა­ცე­ბი, ესე­ნი ამას ხომ ისე ვერ გა­ბე­და­ვენ, პო­ლი­ცია და სა­ხელ­მწი­ფო რომ არ უმაგ­რებ­დეს ზურგს. არ ვიცი სა­ერ­თოდ რაში წე­რია ასე­თი მოქ­ცე­ვა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რად, მე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მის­წორ­დნენ. ყვე­ლამ ნა­ხეთ საკ­რე­ბუ­ლო­ში რაც მოხ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმის გაგ­რძე­ლე­ბაა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლას ვიც­ნობ, ვინც იყ­ვნენ. ყვე­ლას ამო­ვიც­ნობ, ყვე­ლას ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია.

რა თქმა უნდა, ზარ­ნა­ძეს უდ­გა­ნან ესე­ნი 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, კა­ლა­ძე­საც, 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­შიც უბან­ში ია­რა­ღით რომ მო­ვარ­დნენ, ზარ­ნა­ძის გა­რე­მოც­ვაა, ზო­გი­ერ­თი და­საქ­მე­ბუ­ლიც ჰყავთ გამ­გე­ო­ბა­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, ტატო ხუნ­და­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტია…. “. – გა­ნა­ცხა­და ეძგვე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზარ­ნა­ძეს “არა­რა­ო­ბა“ უწო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზარ­ნა­ძემ სა­პა­სუ­ხოდ ეძგვე­რა­ძის მი­სა­მარ­თით დრო­შე­ბი ის­რო­ლა, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე იდო.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას წინ უძღო­და ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის “ წევ­რს, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე­სა და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს, ნინო კვი­ტა­იშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში, სა­დაც “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­სა და სა­მარ­თლდამ­ცა­ვებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია და პარ­ტი­ის წევ­რი ბაჩო დო­ლი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­კა­ვეს.

წყარო: ამბები.ge

Cesko