ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად

0
1207
US Secretary of State Antony Blinken speaks during a press conference at the Beijing American Center of the US Embassy in Beijing on June 19, 2023. China's President Xi Jinping hosted Antony Blinken for talks in Beijing on June 19, capping two days of high-level talks by the US secretary of state with Chinese officials. (Photo by Pedro PARDO / AFP) (Photo by PEDRO PARDO/AFP via Getty Images)
35 Views

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის 9 სექტემბერს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, არის სომხეთისა და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული ორგანიზაციის მიერ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციული და წამახალისებელი ქმედებების თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანს რეგიონში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას სამიზნეები არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურის ობიექტები, განადგურებულია მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, იარაღის დაყრისა და განიარაღების შემთხვევაში „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ შეწყდება.

ალიევისა და ბლინკენის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტიც.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რათა მოუწოდოს აზერბაიჯანს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და განიმუხტოს სიტუაცია. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა და რომ მხარეებმა უნდა განაახლონ დიალოგი ბაქოსა და მთიან ყარაბაღში ეთნიკურ სომხებს შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად. მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა, ასევე აზერბაიჯანის წარმომადგენლებისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის შეხვედრისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამის დაუყოვნებლივი განხორციელების აუცილებლობას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

Cesko