ჯონდი ბაღათურიამ 2012 წელს მის მიერ ინიცირებული მიხეილ სააკაშვილი იმპიჩმენტის პროცედურის დეტალები გაიხსენა. ამ თემაზე „ქართული დასის“ ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„2012 წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოვიწყე, ამის საფუძველი იყო ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, დადგნენ ქედზე და ამით მოაქციეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს. ამ დროს პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაეცვა, ჩარტერული რეისით გადაფრინდა იტალიაში. იქ ადგილობრივი ქართველები გადააწყდნენ და ფოტოები გადაღეს, როგორ დადიოდა, ძვირადღირებულ საათებს ყიდულობდა. სწორედ ეს გახდა მაშინ იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირების მიზეზი. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა და კაცი ბიუჯეტის ხარჯზე წავიდა შოპინგისთვის. ესკობარის – მთავარი ნარკობარონის საფლავის მონახულება სახელმწიფო ინვესტიციებთან იყო დაკავშირებული?“ – განაცხადა ბაღათურიამ.