გოგა ხაინდრავა: კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომ თავის ჭკუაზე გმართონ. უკრაინას სტატუსი რომ მისცეს, გადაარჩინეს ქვეყანა? შეხედეთ, რა დღეშია

September 18, 10:02
0
427

კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ინსტრუმენტია მათ ხელში, რომ თავის ჭკუაზე გმართონ და ვერ გვმართეს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„გაუფასურება მოხდა მთლიანად. ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის ელჩებმა, მათმა დეპუტატებმა, ვინც აქ ერეოდნენ, რას არ აკეთებდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ სტატუსს აბსოლუტურად ფასი დაეკარგა. მთელი საქართველო მიმხვდარიყო, რომ არაფერს ნიშნავს ეს სტატუსი. ეს სტატუსი არის ნული!

რომ მისცეს სტატუსი მოლდოვას მერე რა?! ან უკრაინას სტატუსი რომ მისცეს, გადაარჩინეს ქვეყანა? შეხედეთ, რა დღეშია! ან თურქეთს რომ აქვს სტატუსი 24 წელიწადია, რა? ან ბალკანეთის ქვეყნებს? ეს ხომ პოლიტიკური ინსტრუმენტია! თავად გააკეთეს ეს – ქართული საზოგადოების ჯანმრთელ ნაწილს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკური იარაღი მათ ხელში, რომ ჩვენ გვაიძულონ, მაგრამ ვერაფრის ფასად ვერ გვაიძულეს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

Cesko