გოგა ხაინდრავა: აშშ-ის ექსპრეზიდენტს 450 წელი პატიმრობა ელოდება, ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოდის და ფარცხალაძეზე ლაპარაკობს. მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს

0
510
47 Views

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა.

„აშშ-ის ექსპრეზიდენტს 450 წელი პატიმრობა ელოდება, ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოდის და ფარცხალაძეზე ლაპარაკობს. მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს?! რაშიც თავისი გაგებით, ფარცხალაძე „ამხილეს“, მე ფარცხალაძის მოყვარული არასდროს ვიყავი, მაგრამ 2 თვე იყო კაცი 10 წლის წინ გენპროკურორი. ვინა არის ფარცხალაძე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მასზე საუბრობს, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს ქვეყანაში?!

აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოდის და ადამიანს აბრალებს – ამაზე დიდი, სამარცხვინო დანაშაული, ვიდრე ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდე, ამაზე დიდი დანაშაული ამ ქვეყანაში არ არის. ეს არის სამუდამო პატიმრობა. თუ ეს ფარცხალაძეს დაუდასტურდა, მას ელოდება სამუდამო, სამარცხვინო პატიმრობა, რადგან აგერ რუსული ჯარი დგას და ამ დროს შენ თანამშრომლობ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მას ეს დააბრალეს! არცერთი ქართველი მას არ დაინდობს, თუ მან ეს ჩაიდინა, მაგრამ ამას რაღაც დასაბუთება ხომ უნდა მოჰყვებოდეს?! ხომ არ შეიძლება ვარაუდები?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.

Cesko