აგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო

0
484
73 Views

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 60 მლნ დოლარი, კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, რუსეთიდან გზავნილები წლიურად 46%-ით შემცირდა;

მე-2 ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია;

შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა;

მე-4 ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს;

მე-5 ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 20 მლნ დოლარით, აქ ზრდა 6%-ია.

რაც შეეხება გადარიცხვებს, საქართველოდან საზღვარგარეთ აგვისტოში 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა.

სხვა ახალი ამბები:

“მისამართი შეგეშალათ და იგივე არ გაბედოთ! თანამდებობის პირის ზარისა და ნერვიულ-ისტერიული ხმაურის ნაღდად არ მეშინია” – ლორთქიფანიძე

“ამაზე მე ვაგებ პასუხს…” – ივანიშვილი ყოფილ პროკურორზე – ვიდეო

Cesko