სად წავიდა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ფარცხალაძის საქმეზე – ამ კითხვაზე პასუხი, არ გვაქვს, გამომდინარე იქედან, რომ ისიც კი უცნობია, სად წავიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2018 წლის ჩათვლით, სრულად იღებდა პასუხისმგებლობას არჩევნების შედეგებზეც და ხელისუფლებაზეც.
ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებები ოთარ ფარცხალაძეზე:
ასევე მახსენებენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები რესტორანში მომხდარ ინცინდენტს, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეს, თორდიასა და ფარცხალაძეს შორის. იქ მე კითხვას ვუსმავ, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ. თორდია მაშინ მოვალეობას ასრულებდა, სამსახურის უფროსი იყო, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე გარჩეული არ არის. ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას თუ როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები.
თუ დადგება იქ რამე კითხვის ნიშნები, მე გარწმუნებთ, ვიქნები პირველი ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს, კანონის სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს, თუ ვერ ასაბუთებს თავის ქონებას.
არ იყო სარწმუნო, რომ ეს ფული აქედან გააკეთა, ეს ჩემთვისაც არ იყო სარწმუნო. შვილებს გეფიცებით, ამაზე მეტი არ ვიცი ამ თემიდან. რასაც ეცადა ადვოკატი ფინანსებზე, გეთანხმებით, კითხვებს ტოვებს.
მე ერთადერთ თემაში ვიყავი ძალიან აქტიური, როდესაც მერიასთან, თუ გახსოვსთ, მე თვითონ მაქვს ყველა საბუთი ნანახი, მე თვითონ გავარჩიე, არ მაქვს კითხვები, აქვე გეუბნებით. ახლა მე არ მაქვს საბუთები წამოღებული, მერიას არავითარი მასზე ლობირება არ გაუკეთებია და მისთვის შეღავათი არ მიუცია, პირიქით უფრო დგას კითხვის ნიშანი, რომ იმაზე მეტი გადაიხადა, რაც საბაზრო იყო. ამაზე მე ვაგებ პასუხს. მე დოკუმენტები ახლა არა მაქვს. თუ გნებავთ, ჟურნალისტებმა იაქტიურეთ. ოდესღაც, როდესაც გამოძიება დასრულდება და საბუთები დაიდება ფარცხალაძეზე, მე დაგესწრებით, მოვაგროვოთ ყველა საბუთი და გავარჩიოთ საჯაროდ. აი ამას გპირდებით. მანამ, სანამ გამოძიება მიდის.
რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია…
ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა, ფარცხალაძემ დაარტყა, თუ სცემა…
ფარცხალაძე 5 წელია, რაც ხელისუფლებიდან წავიდა და გადადგა საკუთარი სურვილით, როცა ეჭვები გაჩნდა მის წარსულთან დაკავშირებით. 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, არის კითხვები, რომ ის ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ახლა ბიზნესს აკეთებს, ამიტომ ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოგეპაროთ – ან ძველი პერიოდის შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება, ან ახლა ხომ არ იყენებს თავის სამეგობროსთან კავშირებს, რამეთუ პროკურატურაში მუშაობდა?! კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და გეთანხმებით, რომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მათ რიცხვში, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ. დამახინჯებული, გაზვიადებული ბრალდებები ამ ფარცხალაძესთან, რასაც ცდილობს ოპოზიცია, რომ ფარცხალაძე ჩემთან კოორდინირდება, სარდაფში ხალხი დაყავს და გაუპატიურებით ცდილობს, რაც ეცადნენ ჩანაწერებში, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ
ის ჩემი მეგობარი არაა, როგორც მე ვიცი, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია…
წყარო: ალია